სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების მენტალური მდგომარეობა გაუარესდა - კვლევა
06-03-2022
-
+


მასწავლებლების სამუშაო მარტივი ნამდვილად არ არის. მათ ყოველდღიურად უამრავ გამოწვევასა და პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ამავდროულად, კი მათი მენტალური მდგომარეობა უარესდება. კვლევის თანახმად, რომელიც 2021 წელს მასწავლებელთა კეთილდღეობის ინდექსმა ჩაატარა, ირკვევა, რომ მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობა ახლა უარესია, ვიდრე Covid-ის პანდემიის პიკშის დროს იყო.

აღნიშნული კვლევა დიდი ბრიტანეთში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავიანთი სამუშაოს გამო ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად იტანჯებიან, იზრდება. ამ ფაქტს კიდევ უფრო საყურადღებოს ის ხდის, რომ პედაგოგებს იმაზე მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე COVID-ის კრიზისის დროს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასწავლებელთა მზარდი რაოდენობა სამსახურში განიცდის ქცევით, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ სიმპტომებს - მათ შორის პანიკის შეტევებს, შფოთვას, დეპრესიას, უძილობას, კონცენტრაციის გაძნელებას, გუნება-განწყობის ცვალებადობას, ჭარბ კვებას და ცრემლდენას.

მასწავლებელთა კეთილდღეობის ინდექსის კვლევის მიხედვით, ყოველ მეხუთე თანამშრომელს (19%) პანიკური შეტევები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები აწუხებდა. ეს მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მდგომარება არ უმჯობესდება.

სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების პრობლემა, გადაჭარბებული დატვირთვა ისევ იმ საკითხებად რჩება, რაც პედაგოგების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ცხოვრებაში პანდემია გაჩნდა, ეს ზეწოდა კიდევ უფრო გაიზარდა. იმ მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების წილი, ვინც Covid-19-ს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედ ფაქტორად ასახელებენ, გაიზარდა. თუ 2020 წელს მათი პროცენტული წილი 33% იყო, 2021 წლის მდგომარეობით 62% გახდა.  

დაწყებითი სკოლის ერთ-ერთმა დირექტორმა თქვა, რომ ფართო საზოგადოება COVID-ით დაღლილი და სასოწარკვეთილია, ხალხი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მასწავლებლები კვლავ ფრონტის წინა ხაზზე რჩებიან.

მან თქვა: „მესიჯი მთავრობისგან არის ის, რომ პანდემია დასრულდა, ყველაფერი ნორმალურ რიტმში დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ, სკოლებში ძალიან შორს ვართ ამისგან - ჩვენ ჯერ კიდევ მის გულში ვცხოვრობთ. ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაშინებს. მე არ ვარ მედიკოსი, მე მასწავლებელი ვარ, მაგრამ ყველა მოელის, რომ ვიყო Covid-ის ექსპერტი. მეშინია, რომ ერთ დღეს არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ და ვინმე დაშავდება.

ამ სიტყვებიდანაც ჩანს, თუ როგორ გაიზარდა პანდემიისას მასწავლებელთა სტრესის დონე.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება