TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლები დღეში 11 საათზე მეტს მუშაობენ - მკვლევარების სკანდალური დასკვნა
30-06-2022
-
+


ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მასწავლებლების სამუშაო გარემო და საათები იდეალურია. თუმცა, სინამდვილე ის არის, რომ თუ გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები დღეში საშუალოდ 8 საათს მუშაობენ და შემდეგ ისევენებენ, მსწავლებლების შემთხვევაში ასე არაა. მას შემდეგ, რაც გაკვეთილები მთავრდება, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდი სკოლაში დარჩენა უწევს. გარდა ამისა, მათ სახლში უნდა გაასწორონ მოსწავლეების ნამუშევრები და შემდეგი სამუშაო დღისთვის აქტიურად მოემზადონ.

შედეგად, ფაქტია, რომ მასწავლებლებისთვის სამუშაო დღე ზარის დარეკვით არ სრულება. ასეა მრავალ ქვეყანაში და გამონაკლისი არც საქართველოა. ბევრი პედაგოგი აღნიშნავს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მათთვის დამატებითი სტრესი იყო და საკლასო ოთახიდან გაკვეთილების სახლში გადატანამ საქმე კიდევ უფრო გაურთულათ. იყო ინტერნეტის პრობლემაც. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილების შემდეგ მობილურზე ურეკავდნენ და მასალას თავიდან უხსნიდნენ. 

გამოდის, რომ პედაგოგები დღის უდიდეს ნაწილს, სახლშიც კი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

ამერიკაში ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მასწავლებლები დღის განმავლობაში სამუშაოს საშუალოდ 11 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ასრულებენ.

„ჩვენი სამუშაო არასდროს სრულდება. ჩვენ შეფასებებს სახლში ვაკეთებთ, სკოლაში გვიანობამდე ვრჩებით, მუდმივად ვპასუხობთ სატელეფონო ზარებს და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ საგნები სტუდენტების საჭიროებების მიხედვით“,- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

სკოლაში უფრო დიდხანს იმ მასწავლებლებს უწევთ დარჩენა, ვინც რაიმე კლუბს, წრეს ან სპორტულ გუნდს ხელმძღვანელობს. მათ შესაფერისი აქტივობები უნდა დაგეგმონ და ამით მოსწავლეებიც დააინტერესონ, რაც ნამდვილად შრომატევადი სამუშაოა.

ამასთან, მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი ახლა იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ოდესმე. პედაგოგები მოსწავლეების გრძელვადიანი წარმატებისა და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის გამუდმებით ზრუნავენ. ისინი მთელი კვირის განმავლობაში საათობით მშობლებსა და მეურვეებს ტელეფონით ესაუბრებიან, რათა თავიანთი შვილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება