სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუამთას საჯარო სკოლის დირექციამ 100 წლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - შურა თავაძეს პროფესიული დღე გამორჩეულად მიულოცა
03-11-2025
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს სკოლის დირექციამ 100 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დაასაჩუქრა. დირექციამ შურა თავაძეს პროფესიული დღე მიულოცა და მცირედი საჩუქარი გადასცა. 

სკოლაში ქედს იხრიან შურა მასწავლებელი​ს წინაშე, მადლობას უხდიან არაერთი თაობის აღზრდა-განათლებისთვის და ჯანმრთელობასა და დღეგრძენობას უსურვებენ.

„ბედნიერებაა, როცა ხედავ 100 წლის პედაგოგს - ადამიანს, რომელიც შენს სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში იდგა ახალგაზრდების საწრთობ ქურასთან და მამულს ღირსეულ პიროვნებებს უზრდიდა. ეს შურა მასწავლებელია, ქალბატონი შურა თავაძე - მათემატიკოსი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი, ახალგაზრდების სულიერი და გონებრივი ფორმირების საქმის სათავეში მდგომი. დღესაც კი, ასაკის მიუხედავად, გვაოცებს თავისი გონიერებითა და კეთილი გულით. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და დიდხანს სიცოცხლეს, შურა მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება