სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბოლო 10 წელში განათლებაში მდგომარეობა გაუარესდა, ასეთია გამოკითხული მოსახლეობის 51%-ის აზრი
21-02-2022
-
+


ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში - როგორიცაა სიღარიბე, კრიმინალი, ტერიტორიული მთლიანობა და განათლება, ბოლო 10 წლის განმავლობაში სიტუაცია გაუარესდა.

კითხვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა  11 პროცენტი განათლებას ასახელებს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა მდგომარეობაა განათლების მიმართულებით ქვეყანაში, მოსახლეობის 51 პროცენტი ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია, 20 პროცენტის აზრით ვითარება გაუმჯობესდა, 21 პროცენტს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 8 პროცენტმა კი არ იცის ამ კითხვაზე პასუხი.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მმართველი პარტიის მხარდამჭერების 64 პროცენტისთვისაც განათლების მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესებულია.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება