სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ ფაკულტეტებზე წარმატებით აგრძელებენ
23-12-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ამის დასტურია, ის რომ სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წარმატებით აგრძელებენ. 

სკოლა საზოგადოებას კურსდამთავრებულების წარმატებას უზიარებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში მეთორმეტე კლასში სულ 9 მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა ერთ მოსწავლეს, ლუკა სურმანიძეს ბათუმში მოუწია გადასვლა. 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ხუთმა მოსწავლემ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა, ხოლო ერთმა სწავლა პრესტიჟულ სასწავლებელში გააგრძელა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 კურსდამთავრებული ჩაირიცხა: ვაშაყმაძე მარიკა (ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტი),​ ცენტერაძე ანუკი (ფილოსოფიის ფაკულტეტი), ​მუკუტაძე ცისმარი (ტურიზმის ფაკულტეტი) და სურმანიძე  ლუკა (ტურიზმის ფაკულტეტი). მიუხედავად იმისა რომ ლუკა სურმანიძეს ბოლო ერთი წელი არ უსწავლია ფიროსმანის საჯარო სკოლაში, ის მაინც მშობლიური სკოლის სიამაყეა, რადგან ძირითადი და საფუძვლიანი ცოდნა სწორედ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტში ჩააბარა გურეინოვა სადამ (ქართული ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი). ერთი არაქართულენოვანი მოსწავლე სწავლობდა აღნიშნულ კლასში და საამაყოა მისი წარმატება, რადგან მისი სახით სოფელს ქართული ენისა და ლიტერატურის ადგილობრივი მასწავლებელი ეყოლება.

საერთაშორისო განათლების აკადემიაში - ბიდისი ბათუმში, თაკო ბაკურიძე - მასაჟისტ რეაბილიტაციასა და ფარმაციას შეისწავლის.

ფიროსმანის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, ლეილა ტარიელაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს 2020- 2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა  წარმატებაში.

სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავდა 2019-2020 სასწავლო წელსაც. მათ მოტივაციასა და წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის კლასის დამრიგებელს, მარეხ ლუტიძეს. რვა კურსდამთავრებულიდან ოთხი უკვე მეორე კურსის წარმატებული სტუდენტია.

მარიამ ზაქარიაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. მირანდა სურმანიძე - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის (კულტურული ტურიზმის მეორე კურსი) სტუდენტია; ლელა წილოსანი - ალტე უნივერსიტეტში  (ინგლისური ენის ფილოლოგიის მეორე კურსი) სწავლობს; მამუკა ბერიძე - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მეორეკურსელია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება