სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ უნდა მოითხოვოს მასწავლებელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? - მცირდება თუ არა ასეთ დროს ხელფასი
28-11-2021
-
+


მშობლებს შვილებისთვის სწავლების ფორმატის არჩევის საშუალება აქვთ. ყოველ ხუთშაბათ დღეს მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირება ან ონლაინ სწავლებიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლა შეუძლიათ.

პედაგოგების უმრავლესობას მსგავსი არჩევანის უფლება არ აქვთ. უფრო მეტიც, პედაგოგები ორმაგად არიან დატვირთულები, ატარებენ გაკვეთილებს სკოლაში, შემდეგ კი - „თიმსში“. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

რომელ მასწავლებლებს შეუძლიათ დისტანციური სწავლების მოთხოვნა? რის საფუძველზე აძლევენ პედაგოგს უფლებას, რომ გაკვეთილები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩაატაროს? შემცირდება თუ არა მასწავლებლის ანაზღაურება თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავა? - გთავაზობთ აქტუალურ კითხვებზე პასუხებს.

დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს აქვთ. რისკჯუფად მიიჩნევიან 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

თუ მასწავლებელი რისკჯგუფის წარმომადგენელია, მან სკოლის ადმინისტრაციას მოთხოვნით უნდა მიმართოს და წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა. შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე კი მას სკოლაში სიარული აღარ მოუწევს და გაკვეთილებს „თიმსში“ ჩაატარებს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, რისკჯგუფში მყოფი პედაგოგებისთვის, რომლებიც დისტანციურ სწავლებას აირჩევენ, შემოსავალი იგივე დარჩება, ისინი იმავე რაოდენობის ხელფასს მიიღებენ, როგორც სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების დროს იღებდნენ.

დაავადების ჩამონათვალი, რომელიც ქრონიკულად მიიჩნევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება