სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი პასუხისმგებლობა სამაგალითო და მისაბაძია“- გაიცანით, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ციცინო სულამანიძე
19-11-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი კოლეგას - ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგ ციცინო სულამანიძეს გვაცნობს.

ციცინო სულამანიძე მზრუნველი, უსამართლობასთან მებრძოლი და მოსწავლეთა ინტერესების გამთვალისწინებელი პედაგოგია.

ნინო დოხტურიშვილი მას ნათელ და სიხარულით აღსავსე მომავალს უსურვებს. 

„მე იშვიათად მინახავს ისეთი ადამიანი, რომელსაც უპირობო სიკეთის გაზიარება შეუძლია როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ადამინებისთვის. ეს დასაფასებელი ღირსებაა. ის რომ აღზარდა საოცარი შვილები ეგ არ კმარა, იმ უამრავი აღსაზრდელის ჩამონათვალში, რომელთაც ღირსეულად დაულოცა გზა ნათელი მომავლისაკენ. ეს გახლავთ ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ციცინო სულამანიძე, საოცრად დიდსულოვანი და მოსიყვარულე. ციცინოს შეუცნობელი პასუხისმგებლობა ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძია, ყველა სადაო საკითხს გულწრფელად განიცდის, ემოციურად მომატებული ალმური წითლად გადაჰკრავს ხოლმე სახეზე, თუნდაც ეს უკანასკნელი მას არ ეხებოდეს. ადამიანური თვალთახედვით გრძნობს სხვის ტკივილს და მწუხარებას, არასოდეს განიკითხავს და ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის. ხშირად უთქვამს დისველის საჯაროს სკოლის დირექტორს ბატონ ჯანსულ შაინიძეს - „შიშით ვერაფერი მითქვამს, გულწრფელად მეშინია, რომ ციცინო მასწავლებელმა საკუთარ თავზე არ მიიღოსო“. დიახ, სწორედ ასეთი მოჭარბებული პასუხისმგებლობით არის აღსავსე ჩვენი ციცინო მასწავლებელი როგორც პედაგოგიური თვალსაზრისით, ასევე ადამიანური ხედვით. ხმის ტემბრიც კი მშვიდი და გაწონასწორებული აქვს, რაც კიდევ მეტად მეტყველებს მის დადებით და თბილ აურაზე. ვერ იტანს უსამართლობას, ხშირად ხმამაღლა გამოსთქვამს უკმაყოფილებას, არ შეიძლება არ დაეთანმხო, წარმატებით ახორციელებს თავის პროფესიულ მოღვაწეობას და პედაგოგიურ მოვალეობას, რაც აისახება მის აღსაზრდელებზე. ჩვენს ძვირფას პედაგოგს გულწრფელად ვუსურვებ ნათელ და სიხარულით აღსავსე მომავალს თავის ოჯახთან ერთად“ წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება