სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
09-02-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით კსუ-ს კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ მიმართა და პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლი და დამსახურება გამოყო. კანცლერმა მისასალმებელ სიტყვაში კსუ-ს ახალი წამოწყება გააჟღერა და საქართველოს მასშტაბით, 5 სკოლის პატრონაჟზე ისაუბრა. ეს ინიციატივა კონკრეტული სკოლების კეთილმოწყობას, სასწავლო ლაბორატორიების შექმნასა და კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან ინტენსიური ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობს. ვახტანგ წივწივაძის მიერ გაჟღერებულმა ამ ინიციატივამ, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამგვარ წამოწყებებში კსუ-ს მხარს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც აუბამენ.

კონფერენციის მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტის განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი, მარიკა სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის საზეიმოდ გახსნის შემდეგ, მარიამ ჯაშის ინიციატივით, მასწავლებლებს საშუალება მიეცათ თავიანთი პოზიცია გამოეხატათ და კონკრეტული შეკითხვები დაესვათ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისათვის.

სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო პროგრამის მიხედვით, მონაწილეები ხუთ სექციაში გადანაწილდნენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების ფარგლებში, სამი ჰუმანიტარული და ორი ტექნიკური სექცია მუშაობდა.

კონფერენციის ორგანიზატორის, მარინა უგულავას თქმით, ღონისძიებაში მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთნენ, პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურვლეთა რიცხვი 100-მდე იყო, ფინალური ეტაპისათვის კი, კომისიის გადაწყვეტილებით, 77 მოხსენების ავტორი შეირჩა.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირება, მათი ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

ღონისძების დასკვნით ნაწილში, კონფერენციის კომისიის წევრებმა პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო იდეების გაჟღერებისა და წარმატებული პრეზენტაციის ჩატარებისათვის გაცემული სერტიფიკატი, თითოეულ მონაწილე მასწავლებელს დამატებითი კრედიტქულითაც უზრუნველყოფს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება