სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის მერხებისა და სკამების შესაძენად მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯა
16-11-2021
-
+


შესყიდვების სააგენტომ 15 ათასი სასკოლო მერხისა და სკამის კომპლექტი შეიძინა. სასკოლო ინვენტარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცემა.

შესყიდული სასკოლო მერხისა და სკამების 12 400 კომპლექტი განკუთვნილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის, ხოლო 2 600 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის:

II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 4 625 (ოთხი ათას ექვსას ოცდახუთი) კომპლექტი, რომლიდანაც 4 000 (ოთხი ათასი) კომპლექტი განკუთვნილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის, ხოლო 625 (ექვსას ოცდახუთი) კომპლექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის;

III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 4 910 (ოთხი ათას ცხრაას ათი) კომპლექტი, რომლიდანაც 4 000 (ოთხი ათასი) კომპლექტი განკუთვნილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის, ხოლო 910 (ცხრაას ათი) კომპლექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის;

IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 5 465 (ხუთი ათას ოთხას სამოცდახუთი) კომპლექტი, რომლიდანაც 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) კომპლექტი განკუთვნილია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის, ხოლო 1065 (ერთი ათას სამოცდახუთი) კომპლექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანხმად შეყიდვის ღირებულება 1 მილიონ 800 ათასი ლარია, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კომპლექტების სრულად მიწოდება ორ ნაწილად უნდა განახორციელოს, 2021 წლის 1 დეკემბერს კი მთლიანად დაასრულოს:

„მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს საქონლის მიწოდება ორ ეტაპად, კერძოდ, ტენდერით გათვალისწინებული სასკოლო მერხისა და სკამის თითოეული დონის (საფეხურის) საერთო რაოდენობის 50%-ის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი 50%-ის მიწოდება - არაუგვიანეს 2021 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით“.

კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 (ერთი) ცალი სასკოლო მერხი და 1 (ერთი) ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია 1 (ერთი) მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება