სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რატომ ვაყენებთ ასეთი სტრესის ქვეშ მასწავლებლებს?! ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის...“ - მაია მიმინოშვილი პედაგოგების გამოცდებზე ალაპარაკდა
11-11-2021
-
+


2022 წლიდან ის პრაქტიკოსები, ვინც გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ; სხვათა შორის, არც მაძიებლები და პროფესიაში შესვლის მსურველები არიან კმაყოფილები ტესტითა თუ მიღებული შეფასებებით... პედაგოგების ნაწილი გამოცდების გაუქმებას ახლაც ითხოვს, ნაწილი კი - გარკვეული გამონაკლისების დაშვებას, რადგან ამბობენ, რომ ნაშრომები არაკომპეტენტურმა ადამიანებმა შეამოწმეს... ასეა თუ ისე, ფაქტია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-ს თვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია ჯამში 28 767-მა მასწავლებელმა გაიარა, თუმცა მათგან გამოცდაზე 23 946 აპლიკანტი გავიდა. ასევე, გამოცდაზე რეგისტრაცია 1731 სპეცმასწავლებლმა გაიარა, მათგან გამოცდაზე 1650 გამოცხადდა, გამოცდა კი წარმატებით 908 აპლიკანტმა ჩააბარა. მასწავლებლობის მსურველებიდან გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 18320, გამოცდაზე გავიდა 15364, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 4488-მ გადალახა.

მასწავლებლების გამოცდის შესახებ Etaloni.ge-სთან საუბრობს მაია მიმინოშვილი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი, რისთვისაც თავის დროზე, მასწავლებლების გამოცდები დაწესდა, ფაქტობრივად წაშლილია და შესაბამისად, ამ ტესტირებამ აზრი დაკარგა:

„ან გამოცდების შემოღების მიზანი გახლდათ სულ სხვა რამ და ის მალევე დავკარგეთ - შეთანხმება იყო, გამოცდები გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 2-3-4 წელი და არა მუდმივად; უნდა დაგვენახა მასწავლებლების კომპეტენცია და თუ გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ სხვა ინტერვენციებზე გახლდათ საუბარი და არა გამოცდით რამის გამოსწორებაზე... მაგრამ ეს გამოცდები, გამოცდებად დარჩა; შემდეგ ერთი მინისტრი შეწუხდა და „კომპეტენციის დადასტურება“ დაარქვა, თითქოს სახელის ცვლილება რამეს შეცვლიდა“, - აღნიშნავს მიმინოშვილი და დასძენს, რომ მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებმა რეალურად არანაირი შედეგი არ მოგვცა:

„ჯერ ვთქვათ - სასერტიფიკაციო გამოცდებმა რაიმე შედეგი მოგვიტანა? რეალურად გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი?! - არა და მაშინ რა მიზანს ემსახურება. მასწავლებელს აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, რომელიც გვეუბნება, რომ პედაგოგმა კონკრეტული საგანი იცის და შეუძლია ასწავლოს, ჩვენ კი არ ვენდობით უმაღლეს სასწავლებელს და იმის დასამტკიცებლად, რომ პირობითად, ფიზიკის მასწავლებელმა იცის ფიზიკა - დაგვჭირდა გარე ორგანიზაცია... კი ბატონო, აღმოვაჩინეთ, რომ არ იცის, აკლია კომპეტენცია!  იმის ნაცვლად, დახმარება გავუწიოთ, რაღაც ფორმით მოვთხოვოთ პასუხი უმაღლეს სასწავლებელს ან ვთხოვოთ, კიდევ ერთხელ ასწავლოს ფიზიკა, ვაძლევთ მასწავლებელს უფლებას, წელიწადში ერთხელ გავიდეს გამოცდაზე და ვინმემ ამიხსნას, ივლისში თუ ფიზიკა არ ვიცი, ერთი წლის მერე როგორ მეცოდინება?“

მაია მიმინოშვილი ასევე განმარტავს, რომ შექმნილ ვითარებას ტრენინგები თუ ვებინარები ნამდვილად ვერ უშველის და საჭიროა სისტემური მიდგომები:

„რატომ ვაყენებთ ასეთი სტრესის ქვეშ მასწავლებლებს? ხომ დავადგინეთ, რომ პრობლემა გვაქვს კომპეტენციებთან დაკავშირებით?! და ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, კომპლექსურ მიდგომაა საჭირო ვითარების გამოსასწორებლად.

უმაღლესი სასწავლებელი ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე კარგად მოამზადებს მასწავლებელს; შექმნილ ვითარებას ვერც მოკლე თუ გრძელვადიანი ტრენინგები უშველის და ვერც წელიწადში ერთხელ, ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი მასწავლებლების ზედმეტად დასტრესვა“.

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება