სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ“...
26-10-2025
-
+


სასკოლო განათლების კონცეფცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებას ფართე კონტექსტით წარედგინება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, სახელმძღვანელოების საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა სანამ ყველა დაგეგმილი სიახლე გახდება ცნობილი ზოგადი განათლების მიმართულებით, გივი მიქანაძემ იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც ახალ სასწავლო წელს შეხვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებია; მათ შორისაა საქართველოს ჰიმნით გაკვეთილების დაწყებაც.

„სასწავლო წლის დასაწყისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით; 15 სექტემბრიდან გამოვეცით განკარგულება, რომ  სწავლის დაწყებამდე, 5 წუთით ადრე, ყველა - 2089 სკოლაში გაჟღერდეს საქართველოს ჰიმნი; სტატისტიკა გამოვითხოვეთ და მკვეთრად შემცირდა დაგვიანებები, რაც სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პატივისცემაა...“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გარდა ამისა, დავიწყეთ ღირებულებითი განათლება სკოლებში, გადამზადდა 53 მამაო; ვერ წარმოიდგენთ, როგორი დიდა მოთხოვნა და როგორი პოზიტივი მოდის მოსწავლეებისა და პედაგოგების მხრიდან... უახლოეს პერიოდში კი 100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ;

დავაბრუნეთ რელიგიის ისტორიის სწავლება 70-მდე სკოლაში, ხოლო150-მდე სკოლაში ვასწავლით ჯარის გაკვეთილებს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება