სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს პირველ უნივერსიტეტს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
24-10-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

მე-12 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია. აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის წვლილი უნივერსიტეტის დაარსების საქმეში და ასევე - პირველი ლექტორების შალვა ნუცუბიძის, კორნელი კეკელიძის, დიმიტრი უზნაძისა და უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის ღვაწლი.                    

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების -  ზვიად გამსახურდიას, მზექალა შანიძის, ანა კალანდაშის, გია დვალისა და ზაირა არსენიშვილის შესახებ. 

მე-12 კლასელებმა ხაზგასმით აღნიშნეს უნივერსიტეტის მნიშვნელობა  და როლი მომავალი თაობის განვითარებაში. 

აღსანიშნავია, რომ ​ალათუმანის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასულ სასწავლო წელს სტუმრობდნენ, სადაც შეხვდნენ ლექტორებსა და იმ სომეხ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში წარმატებით სწავლობენ.

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება