სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან მე-80 წლისთავს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
24-10-2025
-
+


24 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან 80 წელი. თარიღს აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებითა და ხელმძღვანელობით, საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის ძირითად მიზნებსა და ფუნქციებზე, ორგანიზაციის წესდებაზე. 

„ორგანიზაცია არსებობის მანძილზე მხოლოდ სამშვიდობო მისიით შედის ყველა ქვეყანაში. დიდია მისი როლი ბუნების დაცვის საქმეშიც. სწორედ მისი ინიციატივით169 ამოცანა და 17 მიზანი დაიგეგმა შესასრულებლად გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის“,- ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საინტერესოდ ისაუბრეს პრეზენტატორმა მოსწავლეებმა - თეკლე გორდაძემ, ელენე ბენდელიანმა, ეკატერინე ტერელაძემ და ანა გრიგოლიამ, მასწავლებლებმა - აკაკი რუხაძემ, მაია ფეიქრიშვილმა, ირინე ბენდელიანმა, დირექტორმა - ზურაბ თოდუამ და სასწავლო ნაწილმა ნუნუ ქავზინაძემ.

საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ მის წესდებას მოაწერა ხელი, ხოლო წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება