სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის გამოცდა მასწავლებლობის 18 320 მსურველიდან მხოლოდ 4488-მ ჩააბარა
06-10-2021
-
+


2021 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით დღემდე არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ და გავაშუქეთ. აპლიკანტების ნაწილი გამოცდებს არარელევატურად და ზედმეტად რთულად მიიჩნევდა კონკრეტულ საგნებში, ნაწილისთვის კი პირიქით საკმაოდ მარტივი იყო გამოცდა. თუმცა რეალური სურათი, რამდენმა პირმა ჩააბარა გამოცდა და რამდენმა არა აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

etaloni.ge გთავაზობთ, დეტალურ სტატისტიკურ ანალიზს მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის. რაზეც თუნდაც მხოლოდ პროფესიაში შესვლის მსურველთა მონაცემები მეტყველებს - 18 320 მასწავლებლობის მსურველიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 4488 აპლიკანტმა ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-ს თვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია ჯამში 28 767 მასწავლებელმა გაიარა, თუმცა მათგან გამოცდაზე  23 946 აპლიკანტი გავიდა.

გამოცდაზე რეგისტრაცია 1731 სპეცმასწავლებლმა გაიარა, მათგან გამოცდაზე 1650 გამოცხადდა, გამოცდა კი წარმატებით 908 აპლიკანტმა ჩააბარა.

მასწავლებლობის მსურველებიდან გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 18320, გამოცდაზე გავიდა 15364, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 4488-მ გადალახა.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას და როგორც უწყება განგვიმარტავს, ამას შემდეგი მიზეზი აქვს: „დაწესებული ზღვრის გადალახვის ვალდებულება აქვთ მხოლოდ მასწავლებლობის მსურველ პირებს. პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის კი მიღებული შეფასების მიხედვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს შესაბამისი კრედიტქულების ოდენობას“. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდებზე 1,4, 7 და 10 კრედიტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

რაც შეეხება გამოცდის შედეგების აპელაციას, აღსანიშნავია, რომ გამოცდის პირველადი ქულა 3356-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა. აქედან ქულა მოემატა 1136-ს, ხოლო 39-ს დააკლდა. მაქისმალური ქულა, რომელიც აპლიკანტს მოემატა 11-ია, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომელიც დააკლდა - 4.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება