სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მატერიალური ჟურნალის წარმოებას სკოლა ყოველდღიურად გააგრძელებს თუ... რა გამონაკლისი არსებობს კანონში ?!
11-11-2021
-
+


სკოლებში ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო 2020-2021 სასწავლო წლიდან გახდა, თუმცა განათლების სამინისტროს შესაბამისის პირობების შექმნაზე არ უზრუნია. კლასებში არ არის კომპიუტერი ან სხვა ტექნიკა, რომელსაც პედაგოგები გამოიყენებენ, ამიტომ მათ ნაწილს უჭირს ელექტრონული ჟურნალის ყოველდღიურად შევსება. ტექნიკის უქონლობას სხვა პრობლემებიც ემატება - ელექტრონული ჟურნალის სისტემური ხარვეზები, პროგრამის გათიშვა... აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს სურთ, კვლავ მატერიალური ჟურნალით იხელმძღვანელონ და როგორც ირკვევა, გამონაკლისების დაშვებაც შესაძლებელია.

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების“ შესახებ მინისტრის ბრძანებაში ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით შემდეგი გამონაკლისი არსებობს: 

„2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი)“.

იხილეთ: ყოველ საღამოს, 9 საათზე ელექტრონული ჟურნალი ითიშება - „ემისი“ მიზეზებს განმარტავს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება