| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ელექტრონული ჟურნალის საბოლოო დამკვიდრების პარალელურად, პედაგოგები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველდღიურად თავს ახალ-ახალი პრობლემები იჩენს - ხან სისტემა ითიშება სრულად, ხან შეფასებები და ჩანიშნული შემაჯამებლები ქრება... ბოლო პერიოდში კი საიტი ყოველ დღე, 21:00 საათზე განახლებას აკეთებს დილამდე... შესაბამისად, პედაგოგები საჭირო ინფორმაციის ელექტრონულად ასახვას ვერ ახერხებენ - დღე გაკვეთილები - საღამოს სისტემის განახლება და მონაცემების შეტანა იმდენად გვიანდება, ცვლილების ასახვისთვის მიცემულ 8-დღიან ვადაში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ვერანაირად ვერ ეტევიან.
რატომ ითიშება ელჟურნალი ყოველ საღამოს? რა ხდება, როდესაც 8-დღიანი ვადა იწურება? როდის იქნება შესაძლებელი შეუვსებელი დღეების შევსება და საერთოდ მიეცემათ თუ არა ეს შანსი მასწავლებლებს? - აქტუალურ კითხვებს „ემისი“ პასუხობს:
„ელექტრონული ჟურნალი განახლების მიზნით ითიშება 21:00 საათიდან; 8 კალენდარული დღის განმავლობაში პედაგოგს აქვს საშუალება, შეიტანოს მონაცემები, გამონაკლისია მხოლოდ 21:00 საათიდან პერიოდი - როდესაც შეუძლებელია ელექტრონული ჟურნალით სარგებლობა. შეგიძლიათ, დანარჩენი 8 კალენდარული დღის განმავლობაში გამოიყენოთ დრო და შეიტანოთ მონაცემები. ჟურნალის განახლების დასრულება დამოკიდებულია მონაცემების რაოდენობაზე. შესაბამისად წინასწარ ჩართვის დრო განსაზღვრული არაა. რაც შეეხება მეორე საკითხს - თუ მასწავლებელმა ვერ შეიტანა 8 კალენდარული დღის განმავლობაში მონაცემები? - შეგიძლიათ, ისარგებლოთ მოთხოვნის ფუნქციით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ვადაგასულ მოქმედებაზე გქონდეთ წვდომა.
ამასთან დაკავშირებით ჩატარებულია ვებინარი და შეგიძლიათ დეტალური ახსნა მოთხოვნის ფუნქციაზე იხილოთ ვებინარის ჩანაწერში“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ