სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის მედალს 4 972  კურსდამთავრებული გაზაფხულზე მიიღებს - ახალი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
10-11-2021
-
+


2022 წელს ოქროს მედალს 3 834, ვერცხლის მედალს კი 1 138 მოსწავლე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა. 2020-2021 წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა სია განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა სექტემბერში დაამტკიცა, თუმცა მედლის პრედენტენტთა რაოდენობა და სხვა დეტალები ბრძანებაში არ დაკონკრეტებულა.

Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ყველაზე მეტი მედალოსანი 1242 ოქროს და 457 ვერცხლის მედლით თბილისს ჰყავს.

ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • აფხაზეთი -15 ოქრო, 14 ვერცხლი;
  • აჭარა - 303 ოქრო, 105 - ვერცხლი;
  • გურია - 87 ოქრო, 27 ვერცხლი;
  • თბილისი - 1242 ოქრო, 457 ვერცხლი;
  • იმერეთი - 669 ოქრო, 161 ვერცხლი;
  • კახეთი - 298 ოქრო, 61 ვერცხლი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 46 ოქრო, 18 ვერცხლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29 ოქრო, 6 ვერცხლი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 357 ოქრო, 100 ვერცხლი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 168 ოქრო, 45 ვერცხლი;
  • ქვემო ქართლი - 226 ოქრო, 72 ვერცხლი;
  • შიდა ქართლი - 394 ოქრო, 72 ვერცხლი.

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;

ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.

ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს  2018, 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს გადასცემს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, პროცესი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, 2020-2021 წლის კურსადმთავრებულებს კი კუთვნილი ჯილდო გაზაფხულზე გადაეცემათ. ტენდერის გამოცხადების და მედლების გადაცემის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.

იხილეთ: 2020-2021 წლის წარჩინებულებს მედლებს გაზაფხულზე გადასცემენ - სამინისტროს პასუხი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება