სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში შარშანდელი ნიშნების შეცვლა შეუძლიათ
12-11-2021
-
+


მოთხოვნის ღილაკი ელექტრონულ ჟურნალს რამდენიმე დღის წინ დაემატა. სიახლის საშუალებით, მასწავლებელს უფლება აქვს დროის გასვლის შემდეგ მოსწავლეს შეუცვალოს შეფასება. მოგეხსენებათ, პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა დასწრების ან შეფასების შეტანა 8 დღის განმავლობაში შეეძლოთ. აღნიშნული სიახლით კი ისინი ამ ვადის გასვლის შემდეგაც ისარგებლებენ.

რისი მოთხოვნა შეგიძლიათ?

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჟურნალის რედაქტირება, დასწრების კორექტირება, ჩანიშნული შემაჯამებლის რედაქტირება, ასევე შეგიძლიათ ძველი თარიღით შემაჯამებლის ჩანიშვნა და ჩანიშნული შემაჯამებლის აღდგენის წაშლა და ბოლოს, თქვენ აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ წინა სემესტრის შეფასების რედაქტირება.

მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ჟურნალში ცვლილების შესატანად აუცილებელია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მისცეს ნებართვა პედაგოგს. მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მასწავლებელს მოთხოვნილი საკითხის გვერდით მწვანედ მონიშნული ფანჯარა გამოუჩნდება, ადმინისტრაციის უარყოფის შემთხვევაში კი - წითლად.

მასწავლებელმა კომენტარის ველში უნდა დაასაბუთოს, რატომ სურს ჟურნალში მოთხოვნილი საკითხის რედაქტირება.

რა დროში უნდა მოასწროთ ჟურნალში ცვლილების შეტანა?

ჟურნალის რედაქტირებისთვის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათი გექნებათ, ამ პერიოდში უნდა მოასწროთ იმ ოპერაციის შესრულება, რასაც ითხოვდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვა დაიხურება და მოთხოვნის გაკეთება ხელახლა მოგიწევთ.


ელექტრონული ჟურნალის განახლებული ფუნქციები იხილეთ ვიდეოში:


 

იხილეთ ასევე:

ყოველ საღამოს, 9 საათზე ელექტრონული ჟურნალი ითიშება - „ემისი“ მიზეზებს განმარტავს



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება