სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ვის ეკრძალება სამეურვეო საბჭოს წევრობა და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სასწავლო ნაწილი დირექტორის ნათესავი?
26-09-2021
-
+


ინტერესთა კონფლიქტის გამო პედაგოგებისა და სკოლის დირექციისთვის შეზღუდვებია დაწესებული. არ შეიძლება სამეურვეო საბჭოს წევრი იყოს ნებისმიერი პირი, ასევე აკრძალულია დირექტორმა ნათესავს დააწყებინოს მუშაობა სკოლაში, თუ ამის შესახებ სამეურვეო საბჭო არ დათანხმდება.

სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი. ასევე დაუშვებელია საბჭოს წევრად მშობლის სტატუსით პირი, რომელიც ამავე სკოლაშია დასაქმებული.

რაც შეეხება დირექტორის ნათესავის სკოლაში დასაქმებას, საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი დასაქმების მსურველის ახლო ნათესავია, ის არ მონაწილეობს კენჭისყრაში.

გარდა ამისა, ინტერესთა კონფლიქტის გამო საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, ისიც მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში.

ასევე, საჯარო სკოლის დირექციის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება ამჯერადაც სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა. საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ასევე ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, შინაგანაწესს, მოსწავლის სკოლიდან გადაყვანის პირობებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება