სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველთა ვებგვერდი - რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები და ფოტოინსტრუქცია
19-10-2021
-
+


პედაგოგებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი teacherjobs.ge არსებობს. სკოლებში გამოცხადებული ნებისმიერი ვაკანსია, იქნება ეს საგნის მასწავლებელზე, ადმინისტრაციის თანამშრომელზე, სპეციალურ მასწავლებელზე, სკოლის ექიმსა თუ წრის ხელმძღვანელზე აღნიშნულ გვერდზე იდება.

თუ სკოლაში მუშაობა გსურთ, აუცილებელია ვებგვერდზე teacherjobs.ge რეგისტრაცია გაიაროთ, დასარეგისტრირებლად, პირველ რიგში, უნდა მონიშნოთ, ხართ თუ არა საქართველოს მოქალაქე, შემდეგ კი უნდა დააფიქსიროთ თქვენი პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე უნდა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სქესი და იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართი.

რა დოკუმენტები უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს?

ვებგვერდზე რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ თქვენი პროფესია. აუცილებელია, რომ ატვირთოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და მასწავლებლის გამოცდის ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აუცილებელია თუ არა სამუშაო გამოცდილება?

ვებგვერდზე შეხვდებით გრაფას, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ორგანიზაციის დასახელება, სადაც მუშაობდით/მუშაობთ, პოზიცია, მუშაობის დაწყების და დასრულების  თარიღი, ასევე სამუშაოს მოკლე აღწერილობა. თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, გრაფა ცარიელი დატოვეთ.

შემიძლია თუ არა, ვნახო ვაკანსიები მხოლოდ სასურველ სკოლაში?

ვებგვერდზე შეგიძლიათ მიუთითოთ რომელ რეგიონში/რეგიონებში, რომელი ტიპის სკოლაში (კერძო, საჯარო), კონკრეტულად რომელი სკოლების ვაკანსიებით და რომელი საგნების სწავლებით ხართ დაინტერესებული. თქვენთვის სასურველ სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ შეტყობინება მოგივათ ელექტრონულ ფოსტაზე.

აუცილებელია თუ არა სამოტივაციო წერილის დაწერა?

რეგისტრაციის ბოლოს უნდა მონიშნოთ, გაქვთ თუ არა ჩაბარებული მასწავლებლის გამოცდა/გამოცდები, ასევე აუცილებელია დაწეროთ სამოტივაციო წერილი, სადაც წარადგენთ საკუთარ თავს და ისაუბრებთ, რატომ გსურთ დასაქმება ამა თუ იმ სკოლაში.

არ დაგავიწყდეთ რეგისტრაციის თითოეულ გვერდზე დააჭიროთ ღილაკს „შენახვა“!

როდესაც დარწმუნდებით, რომ რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა ველი შევსებულია და ყველა დოკუმენტი ატვირთული გაქვთ, დაათვალიერეთ ვაკანსიები. თქვენთვის სასურველი ვაკანსიის გაცნობისას, ტექსტის ბოლოს დააჭირეთ „მოთხოვნის გაგზავნას“ - თქვენი შევსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია სასურველ სკოლაში ავტომატურად გაიგზავნება.

რეგისტრაციის დროს აუცილებელია ყველა ველის შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა ვაკანსიაზე არ გაიგზავნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება