სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში... სკოლები მზად არიან ყველა სცენარისთვის“ - ჩხენკელი
05-09-2021
-
+


„ბაღები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო - არ იფუნქციონირებს 4 ოქტომბრამდე და შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს, რაც შეეხება სკოლებს, კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ისინი იფუნქციონირებენ დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა, რომ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი იწყება დისტანციურ რეჟიმში.

„მინდა, დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ... გვექნება დიფერენცირებული მიდგომა - იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 პროცენტზე ქვემოთ, სწავლა განახლდება დასწრებით ფორმატში, ხოლო სადაც 4 პროცენტზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

დელტა შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებსა და ახალგაზრდებს; ბავშვების ჯანმრთელობა კი არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ჩვენ მოქნილ სისტემას შევთავაზებთ მშობელბს -  თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია, კვლავ დისტანციურ ფორმატში დარჩეს ბავშვი, ამის საშუალებას მივცემთ, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ.ვიმეორებ, დელტა შტამის სამიზნეა ბავშვები და ახალგაზრდები; მე პირველი ვარ მომხრე, სწავლა მიმდინარეობდეს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში; სკოლები არიან მზად ყველა სცენარისთვის, მაგრამ ინფიცირების დონე არის ძალიან მაღალი. როგორც კი 4 პროცენტზე დაბლა ჩამოვა მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება