სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აცრილი ხართ თუ არა?“ -  სწავლის ფორმატთან დაკავშირებით უმაღლესებმა სტუდენტების გამოკითხვა დაიწყეს
12-08-2021
-
+


ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა ხმა დადის, ზოგი ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება, ზოგიც - პირისპირ სწავლებას არ გამორიცხავს.

მართალია, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სასწავლო წლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მზადება დაწყებულია. უმაღლესები სტუდენტებს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან, სადაც სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით: არიან თუ არა ისინი აცრილები. როგორც უმაღლესები შეტყობინებში იუწყებიან, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რათა გადაწყდეს - როგორ დაიწყება სწავლა.

მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს მისწერა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების ფორმატის დასაგეგმად, მნიშვნელოვანი იყო გაეცათ პასუხი კითხვაზე: იყვნენ თუ არა აცრილები.

გამოდის, რომ უმაღლესი სასწავლებლები ინფორმაციას აგროვებენ აცრილი სტუდენტების შესახებ, რათა გადაწყვიტონ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ, თუ  -  „ზუმში“.

ალბათ, იმ შემთხვევაში თუ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დიდი ნაწილი აცრილი იქნება, სექტემბრიდან  აუდიტორიაში მოუწევთ შეხვედრა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ, ვაქცინირებული სტუდენტები დაბრუნდნენ, ხოლო დანარჩენები -  დისტანციურად დაესწრონ ლექციებს.

დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან და ვაქცინაციის დაბალი აქტივობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სწავლა კვლავ დისტანციურად განახლდება, თუმცა დაველოდოთ - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება