სიახლეები
საინტერესო

„რა უნდა ასწავლოს იმ მასწავლებელმა ჩემს შვილს, რომელსაც ჰგონია, რომ აცრით დაიჩიპება და ბლუთუზს დაიჭერს?“-რას ფიქრობენ მშობლები პედაგოგთა ვაქცინაციაზე?
28-07-2021
-
+


მასწავლებელთა ვაქცინაცია კორონავირუსის გავრცელების ფონზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამ პერიოდისთვის დაახლოებით 600 პედაგოგია აცრილი, რაც მასწავლებელთა საერთო რაოდენობის თითქმის 1% არის.

სურთ თუ არა მშობლებს, რომ მათი შვილების სკოლის პედაგოგები აცრილები იყვნენ? არის თუ არა მასწავლებელთა ვაქცინაცია მოსწავლეთა ჯანმრთელობის გარანტი? - ამ თემებზე აქტიურად მსჯელობენ სოციალური ქსელებში.

მშობელთა ნაწილს სურვილი აქვს, რომ პედაგოგები აიცრან. ისინი მიიჩნევენ, რომ „მასწავლებლებს ამაზე საუბარი არ უნდა სჭირდებოდეთ“, რადგან ბევრ ადამიანთან აქვთ კომუნიკაცია და უნდა ზრუნავდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობაზე. მათივე თქმით, „უხერხულია, როდესაც პედაგოგები მეცნიერულ მიღწევებზე მეტად სოციალურ ქსელებში აგორებულ ჭორებზე დაყრდნობით მსჯელობენ და ანტივაქსერულ კამპანიაში ერთვებიან“.

„ჩემი შვილის ჯანმრთელობა სკოლაში უნდა იყოს დაცული, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემს შვილს ჰყავდეს აცრილი პედაგოგი. ოჯახის წევრები აცრილები ვართ და მინდა, სკოლაშიც დაცული იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ წარმომიდგენია ექიმი და პედაგოგი რატომ უნდა ამბობდეს უარს აცრაზე, პანდემიის დასრულებაში წვლილის შეტანაზე, როდესაც ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება (არ ვგულისხმობ ისეთებს, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ალერგიულობის გამო ამბობენ უარს ვაქცინაზე). რა უნდა ასწავლოს ისეთმა მასწავლებელმა ჩემს შვილს, რომელსაც ჰგონია, რომ აცრით დაიჩიპება და ბლუთუზს დაიჭერს?!“ - ამბობს მშობელი.

მშობელთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ პედაგოგთა აცრა მოსწავლეებს ვერ დაიცავს კორონავირუსისგან, რადგან ბავშვებს კომუნიკაცია აქვთ არა მხოლოდ მასწავლებლებთან, არამედ თანატოლებთან, ბავშვებთან, რომელთა აცრაც ჯერჯერობით არაა მიზანშეწონილი. გარდა ამისა, მშობლების აღნიშნული ნაწილი განმარტავს, რომ ვაქცინაცია არაა განატი, რომ პედაგოგს ვირუსი არ შეხვდება და არ გაავრცელებს.

„ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა პედაგოგები აიცრებიან თუ არა, არანაირად არაა დაზღვეული მასწავლებელი რომ აცრის შემდეგ კორონავირუსი არ შეხვდება თუნდაც უსიმპტომოდ და გამავრცელებელი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩემი შვილი მაინც არ იქნება დაცული. ვფიქრობ, რეგულაციების მკაცრად დაცვა ჯობია ისევ, ვგულისხმობ პირბადეს და სადეზინფექციო საშუალებების ხშირ გამოყენებას ან დისტანციურად განახლდეს სწავლა, ყველაზე მეტად ასე ვიქნებით დაცულები“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან.

„გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები ვიყოთ აცრილები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პედაგოგთა ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აცრა არის ნებაყოფლობითი:

„ვცდილობთ, კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ სკოლასთან, მასწავლებლებს ვეხმარებით რეგისტრაციაში. მართლაც, ცოტა დრო დარჩა, სასწავლო წელი მალე დაიწყება და შფოთვაა, როგორ დავიწყებთ სასწავლო წელს. პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის. ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი სასწავლო წლიდან დავბრუნდებით საკლასო ოთახებში თუმცა სტატისტიკური ყოველდღიური და ვაქცინირებული ადამიანები გვაფიქრებს იმაზე, რა ფორმით დავიწყებთ სასწავლო წელს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ასევე იხილეთ: განათლების მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით პედაგოგებთან შეხვედრებს გამართავს - აცრა 600-მდე მასწავლებელს აქვს გაკეთებული


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

117894

„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ

როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა
 

ღონისძიებაზე აღინიშნა იმ მოსწავლეთა წარმატება, რომლებმაც შესანიშნავი აკადემიური შედეგებით დაამთავრეს სკოლა

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება