სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წელი დიდი წარმატებით დაიწყო, წლის ბოლოს კი მოსწავლეებს ოცნება აუხდათ“ - ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა სასწავლო წელს აჯამებს
09-07-2021
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს. ეს წელი მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ ღონისძიებებში.

„სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის ძნელია, რადგან ვაკეთებთ მთელი სასწავლო წლის შეჯამებას და კვლევას, რის გამოც პასუხისმგებლობა დიდია. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, ეს იყო ონლაინ სწავლების პროცესი, რომელიც 15 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე მიმდინარეობდა, მაგრამ წინა წლის გამოცდილებამ შეგვაძლებინა ორგანიზებულად და მომზადებული შევხვედროდით ონლაინსწავლებას; დისტანციურმა სწავლებამ მოსწავლეები მედიაწიგნიერებასა და ციფრულ ტექნოლოგიებს შეაჩვია, ინფორმაციის მოძიების უნარები განუვითარდათ; მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ ყველაზე ძვირფასს - დისტანციურად ყოფნამ ერთმანეთის მონატრება და დაფასება გვასწავლა.                     
2020 - 2021 სასწავლო წლის წელი ხიდრის საჯარო სკოლაში დიდი წარმატებით დაიწყო; ჩვეულ რეჟიმში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა, ხარაგაულის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული XI კლასის მოსწავლე გიორგი ლელაძემ მოიპოვა.

წარმატებული სტარტი ჰქონდა სკოლას izrune.ge-ის ოლიმპიადებში, სადაც სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ჩაერთო და მოსწავლეებმა მარიამ და გვანცა ჩაჩანიძეებმა, მარიამ და თამარ ბერაძეებმა, ზურაბ თაბუკაშვლმა, ნიკოლოზ გაგოშიძემ და ლევან კაციტაძემ კარგ შედეგს მიაღწიეს. izrune.ge-ს პროექტით მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დიდ დახმარებას გაუწევს მომავალში.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ „კინგსის“ ოლიმპიადებში და საუკეთესო შედეგს აღწევდნენ. IV კლასის მოსწავლე გვანცა ჩაჩანიძე „კინგსის“ ოქროს მედალოსანი გახდა.

სამმა მოსწავლემ წარჩინებით დაამთავრა ცხრა კლასი.

სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებს სანუკვარი ოცნება აუხდათ, მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ რაიონის მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში; აქტიურად ჩაერთვნენ რაიონის პირველობაზე მკლავჭიდში, სადაც ნიკა კაციტაძემ პირველი, რომეო ბერაძემ და ლევან კაციტაძემ მეორე ადგილი დაიკავეს. რაიონულ პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში მეორე ადგილი დაიკავა გიორგი ლელაძემ.

ხიდრის საჯარო სკოლა ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“; მასწავლებელთა მიერ განხორციელდა ახალი სკოლის მოდელით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობები, სადაც გამოიკვეთა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ვმონაწილეობდი ONLINE-პროექტში „ეტალონი დირექტორები“; ამ პროექტმა ბავშვობისს ასაკში დამაბრუნა, გამახსენა გამოცდის წინა ღელვები, რისთვისავაც მადლობა   „ეტალონს“ და  ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“, - აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება