| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები - სოფიკო დარჩიძე, ნატა მიჩიტაშვილი, ნინთიკო ლომსანიძე, ნინო ქამაშიძე, ლიზი დავითაძე, ლუანა წულუკიძე, ზალიკო ბერიძე, ანნა გაბაიძე, მეგი შავაძე, მარი ცინცაძე, გიორგი მიქელაძე, ბექა ლორია და მეგი იაკობაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. ბათუმელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 28 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 30 ივნისს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ბათუმელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ბათუმის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
ორხვის საჯარო სკოლაში თითოეული ბავშვი ინდივიდუალური ყურადღების ცენტრშია
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...