| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე წელი წარმატებით დასრულდა, მასწავლებლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს სასწავლო მიზნების ზედმიწევნით შეესრულებინათ. ამის დასტური კი სკოლის მოსწავლეთა მაღალი შედეგებია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სკოლის დირექტორი ამლეტ იუსუბოვი სასწავლო წელს წარმატებულად აფასებს და კოლექტივს მადლობას უხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელის შექებას თითოეული თანამშრომელი ნამდვილად იმსახურებს.
სკოლის დირექტორი ამაყობს საკუთარი გუნდით, მოსწავლეებით და კმაყოფილია, რომ მათ სწავლის დასრულება სკოლის კედლებში შეძლეს. მცირედი ხარვეზი მოსწავლეთა შეფასებებზე გამოიკვეთა, ელექტრონულ და მატერიალურ ჟურნალში შეფასებების ნაწილი არ დაემთხვა, თუმცა პრობლემა მალევე აღმოფხვრეს.
სკოლას წელს ერთი მე-9 კლასელი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელმაც მშობლიური სკოლა მაღალ შედეგებზე დაასრულა და ახალი სასწავლო წლიდან სწავლას სხვა სკოლაში განაგრძობს. სკოლა მას წარმატებას უსურვებს.
რაც შეეხება პირველკლასელებს, კაკლიანის საჯარო სკოლას ახალ სასწავლო წელს ახალი მოსწავლეები არ ეყოლება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა