სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმედოვნებ, ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი გამარჯვებისა და წარმატების მომტანი იქნება!“ - ზესტაფონის N1 სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე
06-07-2021
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს. მიუხედავად პანდემიისა, ეს წელი პედაგოგებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ნაყოფიერი იყო, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შესაბამისი საფეხური წარჩინებით დაძლიეს, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განხორციელდა. მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში  სხვადასხვა კონკურსსა და ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებდნენ. უფრო დეტალურად გაეცანით დირექტორის ინფორმაციას:

„2020-2021 სასწავლო წელმა, მიუხედავად მნიშვნელოვანი  გამოწვევებისა, წარმატებითაც დაგვამახსოვრა თავი.  დირექციის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან ნებისყოფას, სწრაფ ადაპტირებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება. პირველ სემესტრში სასკოლო ცხოვრებამ ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა. უარყოფითი შედეგების შესამცირებლად ყველანი ვცდილობდით, მრავალფეროვანი, საინტერესო, შედეგიანი ყოფილიყო ჩვენი გაკვეთილები, შეხვედრები, საკლასო ღონისძიებების ჩატარებასაც ვახერხებდით. 

მეორე სემესტრიდან სწავლა სკოლაში გაგრძელდა და სასწავლო წელი შეუფერხებლად დავასრულეთ. სასკოლო ცხოვრება აქტიური, ნაყოფიერი გამოდგა. პირველ რიგში, სწავლაში მიღწეულ წარმატებაზე ვისაუბრებ. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს დაასრულა 22-მა  მოსწავლემ, მათ შორის 3 ოქროს მედალოსანია. მეცხრე კლასების 40-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა საფეხური და მათ შორის 10 მოსწავლე ელის  საჩუქარს  - პერსონალურ კომპიუტერებს. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში  სხვადასხვა კონკურსსა და ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებდნენ. 

სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, შესაბამისად, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სრულდებოდა კომპლექსური დავალებები, რამაც მოსწავლეთა დაინტერესებასთან ერთად მნიშვნელოვნად აამაღლა  პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის ხარისხიც.  ამასთან, ჩვენი მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ ვებინარებსა და ტრენინგებში.

სკოლაში ხორციელდებოდა პროექტი,  სახელწოდებით „მემკვიდრეობა შთამომავლობას“, რომელიც მივუძღვენით საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ჩვენს სკოლას. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის ე. წ. „ძველი კორპუსი“ 1905-1912 წლებშია აგებული, მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.  აქ 1917 წელს გაიხსნა პირველი გიმნაზია მთელ შორაპნის მაზრაში. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, ჩვენი მოსწავლეები და მშობლები.  შესრულდა საინტერესო აქტივობები, მათ შორის: შეგროვდა მასალა სკოლის ისტორიისათვის, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო ჩვენს სააქტო დარბაზში; ჩაიწერა ინტერვიუები წარმატებულ კურსდამთავრებულებთან; მომზადდა ფოტოგამოფენა და ვიდეოკოლაჟი სკოლის აწმყოს შესახებ; გაიმართა ესეების კონკურსი; ჩაიწერა სკოლის ჰიმნი, რომელმაც უამრავი დადებითი  გამოხმაურება მიიღო.  დაიგეგმა მომავალი წლისათვის საინტერესო აქტივობებიც, მათ შორისაა სკოლის მუზეუმის გახსნა და საყავრიაზე, როგორც უძველეს მულტიკულტურულ უბანზე,  პროექტის მომზადება. 

სკოლაში ტარდებოდა სასკოლო და საკლასო ღონისძიებები, რომელთა ამსახველი მასალა თავსდებოდა  სკოლის ვებ-გვერდზე. „ეტალონის“ დახმარებით მათ შესახებ ფართო აუდიტორია იღებდა ინფორმაციას. აქვე დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონს“ თანადგომისა და თანამშრომლობისათვის! 

მადლობას ვუხდი ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს აქტიურობის, გულისხმიერებისა და შრომისათვის! ვიმედოვნებ, ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი გამარჯვებისა და წარმატების მომტანი იქნება! გმადლობთ ყურადღებისათვის!“- წერს ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება