სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ფხაკაძე მეოთხე კლასს ემოციურად გამოემშვიდობა
05-07-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, ახალ სასწავლო წლამდე პედაგოგები მოსწავლეებს ემოციურად დაემშვიდობნენ.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა, პედაგოგ ნათია ფხაკაძისთვის, მე-4ბ კლასთან გამომშვიდობება. პირველმა მასწავლებელმა უკვე წამოზრდილი პატარები ღონისძიებით გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა არდადეგებისკენ.

„სწრაფად გავიდა დრო. თითქოს იყო გუშინ... თვალებციმციმა, მომღიმარი პატარები იმედით რომ შესცქეროდნენ მასწავლებლებს. მათ თვალებში პედაგოგები ხედავდნენ სიხარულს, სიყვარულს, იმედს და, რაც მთავარია, სწავლის სურვილს. აი, გავიდა ოთხი წელი და პატარებს აცილებენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები. სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევს. 

რთული გამოდგა ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ ნათია მასწავლებლისთვის იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, ძვირფასები, გაზრდილები, აღზრდილები, მისი სულის და გულის ნაწილები მის სადამრიგებლო კლასში აღარ იქნებიან. ეს წლები მე-4ბ კლასისთვის იყო ბევრი ბედნიერი ღიმილით დატვირთული, სიახლოვის, ერთად უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოვლენის, გამბედაობის, მცდელობების, მეგობრობის, სიყვარულის, აზროვნების, წარმატების, სასარგებლო ოთხი წელი - აღნიშნა პედაგოგმა ნათია ფხაკაძემ.

ღონისძიებაზე ბავშვებმა გვაჩუქეს  ახალი ემოციები, ლამაზი ფერები, სიყვარული, სინანული, სიხარულის ცრემლები. დიდი სიყვარულით მოეფერნენ მშობლიურ სკოლასა და მასწავლებლებს. ერთმანეთს ენაცვლებოდა სამშობლოსა და ენისადმი მიძღვნილი სიმღერები და ლექსები. მოსწავლეებმა დამაჯერებლად და საინტერესოდ შეძლეს სასკოლო დისციპლინებში მიღებული ცოდნის გამოყენება, გამოავლინეს გარკვეული უნარ-ჩვევები.

უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, მადლიერება გამოიხატა კლასში შემომსვლელი ყველა პედაგოგის მიმართ თავდაუზოგავი შრომით, მაღალპროფესიონალიზმით მიღწეული შედეგებისთვის, სითბოსა და დადებითი ემოციებისთვის. მშობლებისადმი - ასეთი მშვენიერი ბავშვებისთვის.

ვულოცავ ჩვენს საამაყო მეოთხეკლასელებს ახალ ასაკში შესვლას და წარმატებებს ვუსურვებთ. დარწმუნებული ვართ, მათი სასკოლო ცხოვრება სავსე იქნება ახალი ცოდნითა და მოვლენებით. მადლობას ქალბატონ ნათიას ამ ორიგინალური დღისთვის!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება