სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაშვილური სიყვარულით ჩაგჭიდეთ ხელი“ - ლანჩხუთის N1 სკოლის პედაგოგი მეოთხეკლასელებს დაემშვიდობა
05-07-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სასწავლო წლის დასრულება მეოთხეკლასელებისთვის, რომლებსაც უსაყვარლესი მასწავლებელი ლელა ხელაძე ასევე ამოციურად ემშვიდობება:

„ჩემო პატარებო გილოცავთ მეოთხე კლასის დამთავრებას! თითქოს გუშინ იყო, ათრთოლებული ხელებით, რომ შემოაღეთ ამ სკოლისა და ჩემი გულის კარები. დედაშვილური სიყვარულით ჩაგჭიდეთ ხელი და ასე ხელჩაკიდებულნი მივყვებით ერთმანეთს. ერთად ვწერდით, ვკითხულობდით, ვხალისობდით და ამ პანდემიის ჟამს. ყოველგვარი რეგულაციების დაცვით, ავიცილეთ უხილავი მტერი.

მადლობა ამ ოთხი წლისთვის! მიყვარხართ და მეამაყებით! გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, სულის სიმშვიდეს, მტკიცე ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას, სამშობლოს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. უფალი იყოს ყველგან და ყოველთვის თქვენი მფარველი!!! --- თქვენი მასწავლებელი ლელა ხელაძე“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება