სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღირსეულად გადავლახეთ სირთულეები“- თეა თვალაბეიშვილი, დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ვანის მუნიციპალიტეტის, დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი, თეა თვალაბეიშვილი  etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- სკოლებისთვის გამოწვევა წელს პანდემია იყო, მაგრამ გავუძელით, აქტიურად ჩავერთეთ სასწავლო პროცესებში, ღირსეულად გადავლახეთ სირთულეები, მათ შორის, ზოგიერთი მოსწავლე ინდივიდუალურად იყო სწავლების პროცესში ჩართული... აქედან გამომდინარე, გვინდა, უკეთესი იყოს მომავალი სასწავლო წელი და ჩვენც მეტი შემართებით, მეტი ენთუზიაზმით დავუბრუნდებით მშობლიური სკოლის კედლებს. მთავარია, უკვე გვაქვს გამოცდილება და პანდემია ვეღარ იქნება ხელშემშლელი და ჩვენც ვეცდებით, მაღალი შეფასება დავდოთ.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მშობელბთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და დიდი ხანია, ასე ვთანამშრომლობთ. პანდემიის პერიოდშიც, თუკი რაიმე პრობლემა იყო, აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულები და ძალიან გვეხმარებოდნენ.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- სკოლაში სამი სერტიფიცირებული პედაგოგია, ორს ჩაბარებული აქვს საგნობრივი და უნარების გამოცდა, დარჩენილი აქვს ტრენინგები, სამნი გავდივართ გამოცდაზე. მე დაწყებითების კომბინირებულ გამოცდას ვაბარებ, ორი პედაგოგი კი - უნარებსა და საგანს. რჩევას რაც შეეხება, საკუთარ თავსაც ვურჩევ მაქსიმალურ მობილიზებას, ნერვიულობისა და სტრესის გარეშე, მშვიდი განწყობა შევინარჩუნოთ და ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ.

მიმაჩნია, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია, თუმცა ვისურვებდი, ხშირად არ  იყოს  გამოცდები. ტრენინგებსა და ახალი სკოლის მოდელის მსგავს აქტივობებს მივესალმები - აუცილებელია პროფესიული ზრდის ტრენინგი და მინდა, ყველა სიახლეში ვიყოთ ჩართულები.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ისედაც თითოოროლა ბავშვია სოფელში და უნდა ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა - ერთ დღეს, ორ კვირას, ხუთ დღეს... არ აქვს მნიშვნელობა. ეს წესი თუ გაუქმდება, ძალიან კარგი იქნება - ახლანდელი თაობა განვითარებულია და ვფიქრობ, შეძლებენ, თავი გაართვან სასკოლო ცხოვრებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება