სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი არდადეგების მიუხედავად მუშაობას აგრძელებს
02-07-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი, არდადეგების მიუხედავად, შრომას და აქტივობას აგრძელებენ.

„მიუხედავად არდადეგებისა, ჩვენი ეკოკლუბელები ისევ შრომობენ. ამჯერად, დისტანციური შეხვედრა გვქონდა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან, ნატო სულთანიშვილთან. შეხვედრის თემა იყო - ერუშეთის ეროვნული პარკი.

ჩვენმა ეკოკლუბელებმა წარადგინეს პრეზენტაციები: ხეოთის ისტორია, მისი ღირსშესანიშნაობები და ჩვენი ტყის ფლორა-ფაუნა. დასკვნის სახით კი - გვანცა ბექაურმა შეაჯამა ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები... 

მეტად სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა ნატო სულთანიშვილმა ერუშეთის დაცული ტერიტორიის შესახებ მადლობა გვინდა გადავუხადოთ მას. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ჩვენთან შესახვედრად დრო გამონახა. საბოლოოდ საჭირო და საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, ჩვენი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლების გარდა, ესწრებოდნენ ახალციხის რესურსცენტრის უფროსი, ხათუნა ხმალაძე და რესურსცენტრის თანამშრომლები. ასევე, სენის რეგიონული კორდინატორი თამუნა კაპანაძე. მათი დახმარებით შედგა ეს საინტერესო შეხვედრა და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.

ჩვენს ეკოკლუბ „ალიგატორს“ და მათ ხელმძღვანელს, ლელა გვრიტიშვილს, წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება