სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებთან და მშობლებთან, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა
02-07-2021
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საზაფხულო კვირეული დაიწყო. განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში სკოლაში შეხვედრები მოსწავლეებთან და მშობლებთან ჩატარდა.

„პირველი მოსწავლეებთან, თემაზე: „საოჯახო-ნათესაური ურთიერთობები“; ხოლო მეორე მშობლებთან -  „კიბერბულინგი - ტერმინოლოგიური განმარტებები, სახეობები, საფრთხეები და პრევენციის გზები“.

შეხვედრები ჩატარდა განათლების ეროვნული ინსტიტუტის პროგრამის: „ტარიელ ფუტკარაძის სკოლა“ ფარგლებში.

მოსწავლეებთან შეხვედრას უძღვებოდა ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი - დავით შავიანიძე. მოსწავლეები გაეცნენ რას ნიშნავს ნათესაური კავშირი, სისხლით და ხელოვნური ნათესაობა, რა ძირითადი ფუნქცია აკისრია ოჯახს შვილის აღზრდის საქმეში, რას ნიშნავს აღზრდა და გაზრდა, რატომ ჰყავდათ მრავალი შვილი საქართველოში, რას ნიშნავს ოჯახის სოციალურ-კულტურული ფუნქცია, როგორია ბედნიერი ოჯახი და სხვა.

კიბერბულინგის შესახებ აქტუალურ თემაზე შეხვედრა მშობლებთან ჩაატარა ხათუნა ჯავახაძემ (განათლების ეროვნულ ინსტიტუტის დამფუძნებელი, თსუ განათლების  და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი). მშობლები გაეცნენ ბულინგსა (ძალადობა) და კიბერბულინგს შორის განმასხვავებელ ნიშნებს, კიბერბულინგის სახეებს, გამომწვევ მიზეზებს, პრევენციის გზებს და რეკომენდაციებს.

შეხვედრისას მშობლებმა აღნიშნეს, რომ კიბერბულინგთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მეტ აქტუალურობას იძენს და იგი თითქმის ყველა ოჯახში ხდება. მათი სურვილია, აღნიშნულ თემატიკაზე, ასევე ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების, სოციალური ქსელების და მედიაძალადობის შესახებ ხშირად ჩატარდეს შეხვედრები როგორც მშობლებთან, ასევე პედაგოგებთან. განათლების ეროვნული ინსტიტუტი აგრძელებს საზაფხულო კვირეულს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება