სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელია პასუხისმგებელი გაზარდოს განვითარებული თაობა“ -ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ პედაგოგი თამთა ჯიჯვაძე
02-07-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ ადმინისტრაცია სამოქალაქო განათლების უფროს მასწავლებელსა და მედიაკლუბის ხელმძღვანელს - თამთა ჯიჯვაძეს გვაცნობს.

თამთა „პროგრესში“  თავის სამუშაო გამოცდილებას გვიზიარებს:

„პროფესია მასწავლებელი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი პირდაპირი გზით შეიტანო. სწორედ მასწავლებელია პასუხისმგებელი გაზარდოს განვითარებული თაობა და მისცეს მას სწორი ღირებულებები. გადავწყვიტე, სწორედ ამ გზითაც მიმეღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩემი პროგრესულ მასწავლებლად ჩამოყალიბება კი სწორედ სკოლა „პროგრესს“ უკავშირდება, სადაც მუდამ ორიენტირებული არიან მასწავლებლის პროგრესზე. მასწავლებლის პროგრესი ხომ მოსწავლის პროგრესის საფუძველია. აქ შეუძლებელია ჩამორჩე თანამედროვე, ჰუმანურ და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ტენდენციებს.

ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა თავისუფლად გამოთქვას მოსაზრება. სწორედ აქედან იწყება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა. თუ მასწავლებელი მოსწავლეს არ უსმენს, ღია, გულწრფელი ურთიერთობის ჩამოყალიბება გამორიცხულია. ხოლო იმისთვის რომ მოსწავლეს რაიმე ახალი ვასწავლოთ, პირველ რიგში, კომუნიკაცია უნდა შედგეს.

ჩემი, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ამოცანაა, ხელი შევუწყო ახალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რომლებმაც იციან თავიანთი უფლებები, როგორ დაიცვან თავი, და ამავე დროს, იციან მოვალეობებიც, რაც მათ საკუთარი თავის, ოჯახის, მეგობრების, საზოგადოების თუ ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე აკისრიათ. მიმაჩნია, რომ ჩემი მისიაა, მათ ამის გაცნობიერებაში დავეხმარო“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება