სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ - დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ
02-07-2021
-
+


„დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგები ეთერ კაკალაძე და ლალი ჯაფარიძე პროექტის მე-9 შეხვედრას დაესწრნენ და იდეები წარადგინეს. შეხვედრის თემა ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებსა და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. 

„9 ივნისს, ფონდ NED-ის მხარდაჭერით  მე-9  შეხვედრა ჩატარდა დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის  „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ - ამ სახელწოდებით მიმდინარე  პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, დაბა  მახინჯაურის საჯარო სკოლიდან ორი განაცხადი მივიღეთ, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგების - ეთერ კაკალაძისა და ლალი ჯაფარიძის იდეებს აერთიანებდა.  

შეხვედრის თემა ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებსა და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. 

ამ თემებზე სასაუბროდ მარიკა ფუტკარაძე მოვიწვიეთ - „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელი, სექსუალური და რეპროდუქციული განათლებისა და უფლებების მიმართულების ტრენერი.  
 
განხილულ საკითხებს შორის იყო: ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, გავრცელებული სტერეოტიპები, გოგონებისა და ბიჭების ქცევის მიმართ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოლოდინები, საზოგადოების წნეხის გავლენა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე.

შეხვედრა მონაწილეთა განსაკუთრებული ჩართულობით მიმდინარეობდა. მოსწავლეები და პედაგოგები, მოსაზრებებსა და შეხედულებებს ერთმანეთთან დისკუსიის პროცესში ცვლიდნენ.  

შედეგად ბევრი პრობლემური და საინტერესო კითხვა დაისვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება