| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მხეიძე სატელევიზიო შოუში მუსიკალური ნომრით წარსდგა. მარიამს სიმღერა ძალიან უყვარს და მუსიკა აბედნიერებს. სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი მარიამზე გვიამბობს:
„უსაყვარლესი და უნიჭიერესი მარიამ მხეიძე N21 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა; იგი ემოციურად რეაგირებს მუსიკაზე. სიმღერა მისთვის შთაგონებაა, სულის ნაწილია. აქვს ჯადოსნური ღიმილი და მოსიყვარულე ხასიათი, საოცრად კონტაქტურია. გონებაგახსნილი, ცნობისმოყვარე და ენერგიულია. უყვარს სიახლეები, აქვს თავისი ხედვა. ყველა ძალიან უყვარს და თვითონაც ყველას უყვარს.
მარიამი არაერთხელ გამოსულა წარმატებით სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, არერთხელ გაუოცებია მსმენელი ჰაეროვანი, მშვენიერი და ლამაზი ხმით. დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით საოცრად ზემოქმედებს ადამიანთა გრძნობებზე, აზრებზე, განწყობაზე, ემოციებზე. წარმატებებში ფასდაუდებელია დედის, ქალბატონ ანას წვლილი. მარიამის მთელი არსით და გრძნობით შესრულებულმა ნომერმა იმ დღესაც აღაფრთოვანა მაყურებელი.
გვიყვარხარ მარიამ, გვეამაყები, წარმატებებს გისურვებთ!“-წერს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა