სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ბრწყინვალე შედეგი izrune.ge-ს ტესტში
02-07-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის N2 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

რაც მთავარია, მოსწავლეები ჩართულები არიან არაფორმალური განათლების პროექტებში და ყველაზე მზრუნველი izrune.ge-ს ტესტებსაც წარმატებით გადიან. რატი კიკნაძემ, ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში „გაიცანი საქართველო“, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და დიპლომიც დაიმსახურა.

უკვე იცნობთ, ბეჯით და მოტივაციით აღსავსე რატი კიკნაძეს, რომელიც სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. რატის ტესტებში ამჯერადაც ბრწყინვალე შედეგი აქვს! უყვარს, როდესაც ამეცადინებ. ინტერესი აქვს სწავლის. ამასთანავე, ერთობა სხვადასხვა თამაშებით, ფეხბურთით. რაც მთავარია, დამჯერი და დამყოლი ბავშვია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება