სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით გიორგი თვარაძე - გეოგრაფიაზე უზომოდ შეყვარებული მოსწავლე ქუთაისის N4 საჯარო სკოლიდან
01-07-2021
-
+


ორიოდე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პანდემიის პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება და განათლების მიღება, თუმცა საამაყო ისაა, რომ არსებულმა გამოწვევებმა ვერც მასწავლებლებს შეუშალა ხელი, მოსწავლეებისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცათ, ვერც სწავლასმოწყურებულ მოსწავლეებს - ფართოდ შეეღოთ ცოდნის კარი და მშობლიური სკოლისთვის სახელი გაეთქვათ.

დღეს გვინდა, გაგაცნოთ გიორგი თვარაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, რომელიც კვლევისა და საკითხის სიღრმისეულად შესწავლისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ავლენდა; გიორგის განსაკუთრებით უყვარს გეოგრაფია, მუდამ აგროვებს ინფორმაციას მზის სისტემის, პლანეტების, დედამიწის შესახებ და გეოგრაფიის მასწავლებელს, ფატიმა ბალანჩივაძეს გვერდიდან არ შორდება, რათა მეტი შეიტყოს საყვარელი საკითხის შესახებ.

დაუღალავმა ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო - გიორგიმ წარმატებით გაიარა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი და მეორე ტური გეოგრაფიაში, სიგელიც დაიმსახურა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გაემგზავრა თბილისში, მესამე ტურზე.

„ვულოცავთ გიორგის წარმატებას - მან მონდომებითა და ძალისხმევით მიაღწია შედეგს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება