სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების უცნობი სასიყვარულო ისტორია
10-01-2018
-
+


ისტორიას, რომელსაც  etaloni.ge-ს მკითხველი საიტზე წაიკითხავს საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო ( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრების ერთ-ერთი უცნობი დეტალია.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი წარმოშობით სოფელ მატნიდან იყო. იგი კარგად იცნობდა პანკისის ხეობას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქისტებთან. ხვთისო მამისიმედაშვილი თავის ნარკვევში  „ვეინახები და ქართველი მთიელები“ შეფიცულთა რაზმის წევრ ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებზე დაყრდნობით წერს, რომ შეფიცულებმა „თავდაპირველად პანკისის ხეობა აირჩიეს, სადაც ქისტები მოსახლეობდნენ და რომელთა შორისაც მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიცა და მოკავშირეებიც.

შეფიცულთა რაზმიც სწორედ იქ ჩამოყალიბდა. თავიდან ოცამდე ყოფილან, მათ შორის, რამდენიმე ქისტიც პანკისის ხეობიდან: დათიკო ფარეულიძე, ჰასეი აჟიშვილი და სხვები“. აგრეთვე, დუისელი გაურგაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰყვა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს.

თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს ფიც-ვერცხლით და-ძმობა ჰქონია შეფიცული ხაზო ბაღაკაშვილთან. მეტიც, ერთი ულამაზესი ქისტი ქალიც შეჰყვარებია და მისი ცოლად მოყვანაც კი განუზრახავს,
ქაქუცა და მისი და-ძმა, ბეისარა და ჯანო ბაღაკაშვილების ხშირი სტუმრები ყოფილან. ქაქუცას ულამაზესი ქისტი ქალი – დეში მარგოშვილი შეჰყვარებია, მაგრამ სხვადასხვა აღმსარებლობის გამო, ქალის მშობლები მათ ქორწინებას არ დათანხმებიან.

შემდეგ, როცა უკვე ქაქუცამ სხვა ქალთან გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, მომავალი მეუღლის სანახავად ფაეტონით წაუყვანია თავისი დადნაფიცი ხაზო და მისი ბიძაშვილი ძააძი ბაღაკაშვილი. სხვა ახლობელ ქისტებთან ერთად ქაქუცას ისინი ნიშნობასა და ქორწილშიც თავის გვერდით ჰყოლია.

ცნობილია, რომ როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა, მან თავისი კუთვნილი მამულები, რომელიც ალაზნის პირას, დუისის გაღმა ჰქონდა, ქისტებს დაუტოვა, მათ შორის, ბაღაკაშვილების ოჯახსაც. ქაქუცას სამშობლოდან გაცილებაც სწორედ პანკისის ხეობაში, ბაღაკაშვილების ოჯახიდან მოხდა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ამ რამდენიმე წლის წინათ გადმოასვენეს. მართალია, ქაქუცამ ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტი დაეწვათ, რადგან ფიქრობდა, რომ მშობლიურ მიწაში დაკრძალვას ვერ ეღირსებოდა, მაგრამ, გარკვეული მოსაზრების გამო შეფიცულთა რაზმის წევრებმა (შეფიცულთა რაზმი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩამოაყალიბა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1922-24 წლებში) ეროვნულ გმირს დანაპირები არ აუსრულეს – მისი ნეშტი არ დაუწვავთ. ქაქუცას ცხედარი ექვსი დღე ყოფილა დასვენებული ბერძნულ ეკლესიაში, დაკრძალვის ცერემონიალი კი თურმე ისეთი მასშტაბური იყო და ისეთი განცდით დაუტირიათ ქართველი გმირი, რომ ასეთი დაკრძალვა თვით ვიქტორ ჰიუგოსაც არ ღირსებიაო, ამბობდნენ თურმე მაშინ საფრანგეთში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარიზიდან ასი კილომეტრით დაშორებულ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. მოგვიანებით მისი ცხედარი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს. ძველ საფლავზე ამოტვიფრული იყო ეპიტაფია: „გარდახდა სიცოცხლე შენი, გაგრძელდეს საქმენი შენი“. ლევილის სასაფლაოზე კი სიმბოლურად ფარი და მახვილი დაუდეს. მთაწმინდის პანთეონი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკვე მესამე და სამუდამო სამკვიდრებელია.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება