| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლაში, 23 ივნისს, ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიზმის დღე აღნიშნეს.
აქტივობაში ყოველწლიურად ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ერთვებიან.
გაიმართა ტურნირები ფრენბურთსა და ჭადრაკში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ფრენბურთის ტურნირი:
I ადგილი - ვანის N1 საჯარო სკოლა
II ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლა
III ადგილი - ისრითის საჯარო სკოლა
ჭადრაკის ტურნირი:
I ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლა
II ადგილი - საპრასიის საჯარო სკოლა
III ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, რომელიც ტურნირში 2 გუნდით მონაწილეობდა.
კულტურის სამსახურმა გამარჯვებულისთვის დააწესა თასები და მედლები.
„იმერეთის რეგიონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რევაზ რობაქიძეს. შეჯიბრების დასაწყისში ტურნირის მთავარმა მწვრთნელმა ბატონმა ავთო ძიგვაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საპრასიის საჯარო სკოლის აქტიური ჩართულობა მუნიციპალურ ტურნირებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით საპრასიის საჯარო სკოლას, სპორტის უფროს მასწავლებელს ედვარდ ხურციძეს და მოსწავლეთა მშობლებს“, - წერია ვანის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა