სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ გურული 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
01-07-2021
-
+



2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ გურული etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„
სასწავლო წლის  განმავლობაში სასკოლო  საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული, როგორც  სასწავლო პროცესში, ისე  კლასგარეშე  აქტივობებში. სკოლის  მიერ დაგეგმილი  მრავალფეროვანი  აქტივობებიდან მნიშვნელოვანი  ნაწილი  განხორციელდა,  ნაწილი  კი  ონლაინ-სწავლების  გამო (სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, სამჯერ  გადავიდა  დისტანციურ  სწავლებაზე) ვერ განხორციელდა,  თუმცა შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ეს ყვეელაფერი მაინც აისახება მოსწავლეთა მრავალფეროვანი  უნარების  ჩამოყალიბებაზე.

სკოლა  მეორე  სემესტრიდან  აქტიურად  ჩაერთო  „ახალი  სკოლის  მოდელში“.  პროექტის  ფარგლებში,  მოსწავლეებმა  შეასრულეს საინტერესო კომპლექსური  დავალებები საგნების  მიხედვით,  რომლებშიც  ძირითადად დაწყებითი  (1-4)  და  საბაზო  საფეხურის  მოსწავლეები იყვნენ  ჩართულნი; დავალებები შესრულდა  „ფოვერ  ფოინტის“  პოსტერების, ბუკლეტებისა  და კედლის  გაზეთების  სახით, დავალებებზე  მუშაობა  კი ძალიან  სახალისო და შემეცნებითი იყო.

სემესტრის  დასასრულს, კათედრებზე  განვიხილეთ შესრულებული  დავალებები  და  მოსწავლეებს  მიეცათ  განმავითარებელი  შეფასებები. გარდა  ამისა, სასკოლო  საზოგადოებამ  თემის ჩართულობით  იმუშავა  გარემოს დაცვით  პროექტზე. მოეწყო  შეხვედრა  არასამთავრობო  ორგანიზაციასთან, წარმოდგენილი  იქნა პრეზენტაციები. პროექტის მდგრადობა  იმით  აიხსნება,  რომ  ამაღლდა  მოსახლეობის ცნობიერება  გარემოსდაცვითი  კუთხით, იზრდება  მოსწავლეთა  მოტივაცია  და  მასწავლებელთა პროფესიულად განვითარება. სასწავლო  წლის დასასრულს,  ჩატარდა   საუკეთესო  მოსწავლის  გამოსავლენად  კონკურსი  „წლის საუკეთესო  მოსწავლე“, რომელიც მე-10 კლასის  მოსწავლე  - მარიამ  თაბაგარი გახდა; მას სკოლამ, სიმბოლურად,  გადასცა  სასკოლო ენციკლოპედია. წლის  შემაჯამებელ  პედაგოგიური  საბჭოს  სხდომაზე კი დაიგეგმა  მომავალი  სასწავლო  წლის სამუშაო  გეგმები  და  ამოცანები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება