სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოთეატრში ფილმი - „საოცრება“ ნახეს
01-07-2021
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის დამრიგებლის, მარიამ აბულაძის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა საინტერესო აქტივობა.

კერძოდ, მოსწავლეები მშობლების თანხლებით ეწვივნენ კინოთეატრ „საქართველოს“, სადაც დამრიგებლის მიერ  მათთვის წინასწარ შერჩეული ფილმი „საოცრება“ ნახეს. ფილმი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ჩაგვრა, დაცინვა, მეგობრობა, ღალატი, ტყუილი, ემოციების კონტროლი და ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები ოჯახსა თუ სკოლაში.

„მძიმე ემოციური განცდებით შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების გვერდით ყოფნას, თანაგრძნობასა და თანაგანცდას მათი მხრიდან. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში და მართვაშიც“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფილმის ნახვის შემდეგ დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს წერილობით გადმოეცათ თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნააზრევს:

„მე ძალიან მომეწონა, რომ ოგის მშობლები ძალიან მფარველობდნენ, დიდ ყურადღებასა და სითბოს იჩენდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოგიმ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებას მიაღწია. ფილმის ბოლოს ბიჭის გარეგნობა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა საზოგადოება მის მიმართ“,-მ.გ.

„ძალიან ამაღელვა ამ ფილმმა. ჩვენ სკოლაში ასეთი ერთ-ერთი მე ვარ, კი მართალია გარეგნობით არ ვარ განსხვავებული, მაგრამ სხვა ნიშნით ვარ. ამის მიუხედავად, ჩვენი სკოლიდან მე არასოდეს არ დავუმცირებივარ ვინმეს და ამისთვის მთელი სკოლის და ჩვენი კლასის მადლიერი ვარ“, -მ.ბ.

„ოჯახში მასწავლიან, რომ ადამიანები შეხედულებით არ უნდა შეაფასო, მთავარია მისი გული და შინაგანი სულიერება. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ ყველასთვის კარგი მეგობარი ვიყო და არ განვსაზღვრო მეგობარი შეხედულების მიხედვით“,- მ.კ.

„მე მომავალში გავითვალისწინებ, რომ კეთილად მივიღო ახალი კლასელი, ვიქნები მეგობრული და არ დავამცირებ სხვას“, -ს.შ.

„ჩემთვის მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენგან განსხვავებულ ადამიანს არ უნდა დავცინოთ და იგი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის“, -თ.ტ.

„მომავალში გავითვალისწინებ, რომ არ დავჩაგრო განსხვავებული, არ გავუწიო სხვებს დათვური სამსახური“, -ა.კ.

„ამ ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბევრი ბავშვის დღევანდელი ცხოვრება და ქმედებები. ძალიან მეტკინა გული როცა ვუყურებდი, თუ როგორ ამცირებდნენ და ჩაგრავდნენ ფილმის მთავარ გმირს“, -მ.მ.

„მე ამ ფილმიდან გავითვალისწინებ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, ანუ შეგვეძლოს განსხვავებული ადამიანის მიღება და მასთან მეგობრობა“,-თ.ხ.

„ფილმი „საოცრება“ მართლაც საოცრებაა. არ მომეწონა ის, რომ ოგის კლასელები დასცინიან. ამ ფილმიდან გავითვალისწინებდი იმას, რომ არ უნდა დავცინოთ ერთმანეთს და უნდა ვიყოთ ერთმანეთის მეგობრები“,  -გ.ც.

„არ დავცინოთ ჩვენგან განსხვავებულ ბავშვებს, რადგან შეიძლება მომავალში მათ ჩვენ დაგვანახონ ის, რომ მეგობრობას დიდი ფასი აქვს“, -ნ.ქ.

„ფილმი „საოცრება" კარგი გაკვეთილია ბავშვებისთვის, მშობლებისა და თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ვისწავლოთ, გავიხსენოთ და ავირჩიოთ სიკეთე“, - ნათქვამია ქუთაისის N36 საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება