| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გურული etaloni.ge - სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ სკოლამ შეძლო თავი გაერთვა ყველა არსებული გამოწვევისთვის, რომელიც პანდემიის პირობებში ჰქონდა. და მიუხედვად ყველაფრისა რეგულაციების დაცვით შეძლეს და ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს.
„2020-2021 წლის მთავარი გამოწვევა პანდემიაა, როგორც ჩვენთვის ასევე ყველასთვის. რომელსაც ვფიქრობ, რომ ჩემმა სკოლამ კარგად გაართვა თავი. არ გვქონია პრობლემა არც სწავლებასთან დაკავშირებით და არც ვირუსის გავრცელებას ქონია ადგილი.
პედაგოგები აქტიურად მონაწილეობდნენ ონლაინ ტრენინგებში. სკოლაში აღვნიშნეთ მოკრძალებულად და რეგულაციების დაცვით ყველა თარიღი: 26 მაისის ღონისძიება, დედაენის დღე, ბავშვთა დაცვის დღე. ბავშვებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შიდა და გარე აქტივობებში.
ამასთან აღვნიშნავ, რომ გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომელთა ნაწილიც აბიტურიენტია და იმედი გავქვს, მაღალ შედეგებს დადებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ასევე, გვყავს მოტივირებული პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე. მაგალითად, წელს გვყავს ერთი მაძიებელი პედაგოგი, რომელმაც უკვე პროექტი გააკეთა ატვირთა, დადებითად შეფასდა და ველოდებით მის გამოცდაზე გასვლას.
საუბრის ბოლოს მინდა პედაგოგებს ვუსურვო წინსვლა და წარმატებები, მოსწავლეებს კი ვურჩევ ბევრი იკითხონ “,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო გურული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა