სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისურვებდი, მომავალი წელი იყოს დატვირთული უფრო მეტი აქტივობითა და ღონისძიებით“ - მარინა გოგიშვილი, სამტრედიის N7 სკოლის დირექტორი
30-06-2021
-
+


სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი გასულ სასწავლო წელს აჯამებს. სკოლა წელს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო და პედაგოგები მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობდნენ. წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ჩატარდა.

„2020- 2021 წელი ვერ გეტყვით, რომ არ იყო რთული, იყო ნამდვილად. სწავლა გვიწევდა დისტანციურად, ხანაც - საკლასო ოთახებში. რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო ეს ყველა სკოლისთვის. ჩვენთან ამ ყველაფერს დაემატა „ახალი სკოლის მოდელი“, პროგრამაში ჩაერთო სკოლა, ძალიან კარგია და ყველაფერს კარგად გავართვით თავი, თუმცა ონლაინ ტრენინგებს და ონლაინ შეხვედრებს პირადიპი კომუნიკაცია ჯობდა.

აქტიურად და რეგულაციების დაცვით ვატარებდით ღონისძიებებს თუ საგაკვეთილო აქტივობებს. მოკრძალებულად აღვნიშნეთ აქტივობა „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, 26 მაისთან დაკავშირებით, დედაენის დღესთან დაკავშირებით და სხვა.

გვყავს წარმატებული მე-12 კლასელები, ერთი მოსწავლე ოქროს მედალის კანდიდატია, ორი - ვერცხლის.

პედაგოგებს რაც შეეხებათ, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, აკეთებდნენ პროექტებს, ერთვებოდნენ ონლაინ ტრენინგებში. ვემზადებით და თითქმის უკვე მზად გვავს მომავალი წლის კომპლექსური დავალებები.

ბოლოს, მოსწავლეებს და პედაგოგებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, ვისურვებდი, მომავალ წელი იყოს დატვირთული კიდევ უფრო მეტი აქტივობით და ღონისძიებით“, - აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება