სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსნის საჯარო სკოლამ ღია ცის ქვეშ ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია მოაწყო
30-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსნის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
 
ქსნის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო კურსი ღია ცის ქვეშ - ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ წარადგინა:

„ფერადი, გასართობი, საგანმანათლებლო! ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა ახალი სასწავლო პროგრამის წარდგენა პარლამენტისა და საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ. მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში - წიგნის კუთხე, სახელმძღვანელოების ილუსტრაციების გაფერადება და იდეების დაფის შექმნა - „მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო“. ხატვაში ბავშვებს დაეხმარა ცნობილი მხატვარი გამეზა.

ახალი სასწავლო კურსი, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პილოტურად დაინერგება, შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება