| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N23 საჯარო სკოლის კლუბმა - „უსაფრთხო ნაბიჯები მომავლისკენ“ აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში სასკოლო კლუბების ინიციატივებს აფინანსებს. პროგრამის მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობაა.
სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში 2021 წელს სამინისტროში სულ 49 პროექტი შემოვიდა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ 6 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
გამარჯვებული სასკოლო კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა