სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავს არ დავზოგავთ, მოსწავლეებს მივცეთ საფუძვლიანი განათლება“ - ​ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანრე ავალიანი სასწავლო წელს აჯამებს
28-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ქარელის მუნიციპალიტეტის, ზღუდერის საჯარო სკოლა, ისევე როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ახლა კი, ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ავალიანი სასწავლო წელს აჯამებს და საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს:

„2020 2021 წელს შევაჯამებდი გამოწვევებთან გამკლავების წლად; არ იყო მარტივი, ისე წარგვემართა სასწავლო პროცესი, რომ არ დაზარალებულიყო მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები, თუმცა მოხარული ვარ, რომ ჩვენ - პედაგოგების პროფესიონალიზმისა და შეკრული გუნდის წყალობით, ეს შევძელით და ახლა თამამად ვიტყვი - ზღუდერის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით შედგა.

იყო შეზღუდვებიც, ჰიბრიდული სწავლებაც, ონლაინ-გაკვეთილებიც, თუმცა სკოლაში ზედმიწევნით სრულდებოდა არსებული რეგულაციები და აქედან გამომდინარე, რისკების მინიმუმამდე დაყვანაც მოვახერხეთ. ზღუდერის საჯარო სკოლა ყველაფერი გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალი - 2021-2022 სასწავლო წელი იყოს წარმატებული როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისთვის და მჯერა, არც ერთი ჩვენგანი თავს არ დაზოგავს, მოსწავლეებს მივცეთ საფუძვლიანი განათლება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება