სიახლეები
სკოლები

ბავშვთა დღესასწაული კაჩაგანის N2 საჯარო სკოლაში
28-06-2021
-
+


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

ისტორია კი ბევრად ადრე -  1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის, კაჩაგანის N2 საჯარო სკოლა ღონისძიებით გამოეხმაურა, რომელიც პატარებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და ეს დღე, კაჩაგანის საჯარო სკოლის ისტორიაში ულამაზესი ასოებით ჩაიწერება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„დასაქმებულებიდან მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი...“ - შრომის ბაზრის კვლევის სრული დოკუმენტი და პრემიერის განმარტება

მინისტრის ბრძანებით საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა

იდეები მასწავლებლებისთვის - 6 მარტივი და შემოქმედებითი საკლასო აქტივობა დედის დღის აღსანიშნავად

სწავლის შედეგების შეჯამება - პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი მურადაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება