სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება“ - ხეოთის საჯარო სკოლის დირექციამ კურსდამთავრებულ იმედა ბერიძეს გზა დაულოცა
28-06-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულ იმედა ბერიძეს გამოემშვიდობა. დირექცია წარმატებულ მომავალს უსურვებს როგორც თავის აღზრდილს, ასევე ყველა მოსწავლეს, რომლებმაც დაასრულეს სკოლის საშუალო საფეხური.

„ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, იმედა ბერიძეს, ვულოცავთ სკოლის დასრულებას და წარმატებებს ვუსურვებთ. მის ცხოვრებაში დასრულდა უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი.  დღეს მან დატოვა სკოლის კედლები და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯა კიდევ ერთხელ, წარმატებები.

ასევე, გვინდა, ყველა მოსწავლეს მივულოცოთ სკოლის დასრულება! მუდამ გახსოვდეთ, განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ. გვინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“-წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება