| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ხაშურის N7 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე - „ბრიტანეთი და საქართველო“, ჩვენი სკოლის გუნდი - „იბერიონი“ გამარჯვებულთა ხუთეულშია. გუნდის ხელძღვანელი გახლავთ ისტორიის მასწავლებელი: ნინო ციყელაშვილი, გუნდის წევრები კი: ნინო ახალკაცი, პაპუნა მაღრაძე,ანა ლაბაძე, გიორგი ღვალაძე, თინათინ ცუცქირიძე, ლუკა ჩაუჩიძე.
„კონკურსის მხარდამჭერია „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“. კონკურსში „ბრიტანეთი და საქართველო“ დარეგისტრირდა 125 გუნდი; ნამუშევრები შექმნა 65-მა. მათ შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ნომინანტები და წარმატებული მონაწილეები. 21 ივნისს გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა „ბრიტანეთი და საქართველო“. საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ეხილა ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი ხელნაწერებისა და საარქივო დოკუმენტების ორიგინალები. ვულოცავთ ნინო მასწავლებელსა და გუნდის წევრებს ფინალში გასვლას და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას! გვეამაყებით!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცლებეულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა