სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯოჯუამ ​ წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული მესამედ მოიპოვა
25-06-2021
-
+


ასოციაცია „ათინათის“ პროექტ „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების“ ფარგლებში, უკვე მესამედ, წლის საუკეთესო ინგლისური ენის კლუბის ლიდერი მასწავლებლის ტიტული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯოჯუამ მოიპოვა.

ჩხორიის საჯარო სკოლა ამაყობს პროფესიონალი პედაგოგის მიღწევით და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს. 

„ვულოცავთ ნინო ჯოჯუას ღირსეულ ჯილდოს, 2021 წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მინიჭებას. იგი მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით გამორჩეული პედაგოგია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება დააფასა“, - ნათქვამია ჩხორიის სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლისვე ცნობით, ასოციაცია „ათინათთან“ გატარებული შვიდი წელი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო. პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა:

  • 8 საგრანტო პროექტი;
  • უამრავი საკლუბო ინიციატივები;
  • საკლასო პროექტები;
  • საქველმოქმედო და მოხალისეობრივი აქტივობები;
  • ტრენინგები სხვადასხვა თემებზე : გენდერული თანასწორობა,ეფექტური კომუნიკაცია, ადვოკატირება,კონფლიქტისა და დროის მართვა, ძალადობა ოჯახში და ბულინგი, მოხალისეობა და სხვა - მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, დირექტორებისთვის; 
  • სპორტული შეჯიბრებები;
  • შედგა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან;
  • ჩატარდა საინტერესო კონკურსები, მათ შორის მშობელთა ჩართულობითაც;
  • ხდებოდა ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციით, პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას; მოსწავლეებს, განუვითარდათ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; კლუბის ლიდერმა მასწავლებლებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები კლუბების წარმართვის, კლუბის ინიციატივებისა და მცირე საგრანტო პროექტების კოორდინაციის მიმართულებით.

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს და ასოციაცია „ათინათს“, მის თითოეულ თანამშრომელს: ბატონ გია ხასიას, ქალბატონებს: რუსუდან ყალიჩავას, სალომე ჟვანიასა და სალომე გუგუჩიას, იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, იმ დიდი ამაგისთვის, რაც ჩვენზე გაწიეს და უსურვებს წარმატებებს „კიდევ მრავალთა საქმეთა საქმნელად“, - აცხადებენ ჩხორიის სკოლის დირექციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება